მოსკოვმა მწვავე გზავნილები მიიღო ლიეტუვისგანაც, რომლის პირველი პირი საქართველოს სტუმრობს. პირველი, სადაც გიტანას ნაუსედა აეროპორტიდან წავიდა, სოფელი ხურვალეთი იყო. საოკუპაციო ხაზთან ლიეტუვის პირველმა პირმა საკმაოდ ემოციური განცხადებები გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ოფიციალური ვილნიუსი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას არასდროს აღიარებს. ,,მე ვნახე დანგრეული ცხოვრება”, – ეს ლიეტუვის პრეზიდენტის სიტყვებია ხურვალეთიდან. კიდევ ერთი მაღალი დონის ვიზიტი ნატოს მოახლოებულ სამიტს ემთხვევა, რაც ასევე მნიშვნელოვანია გზავნილია. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი ქვეყნის პირველმა პირმა ხურვალეთში მცხოვრები ოჯახების მონახულების შემდეგ თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში წინ უნდა იყოს წამოწეული.
თამუნა წიკლაური აშუქებს ლიეტუვის პირველი პირის ვიზიტს.