ლიბანის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში ემანუელ მაკრონთან შესახვედრად გაემგზავრა. საად ჰარირი ორი კვირის წინ საუდის არაბეთში ყოფნის დროს გადადგა. იგი მას შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნებულა.
მის გადადგომას ლიბანში პოლიტიკური კრიზისის გამწვავება მოჰყვა, რის ფონზეც საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა.
ლიბანის ყოფილი პრემიერი მაკრონმა პარიზში ორი დღის წინ მიიწვია. მათი შეხვედრა დღეს გაიმართება.