ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტი

ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტი და სამინისტროსა და ფრანგულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს მხარეებმა ლევილში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. თეა წულუკიანი მამულში 2022-2023 წლებში ჩატარებული სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა.

მამულში გალავნის, გუშაგის სახლისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. რაც შეეხება შატოს, მისი აზბესტისგან გაწმენდა და სახურავის სრული რეაბილიტაცია საფრანგეთის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით წელს უნდა დასრულდეს. ლევილის მამულის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება და მისი დასრულება 2026 წლის სექტემბერშია განსაზღვრული.