ლევილის ისტორიული მამული პირველ ქართულ ფესტივალს უმასპინძლებს. კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ფესტივალი 29 ივლისს დაიწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი საღამოები გაიმართება და მას ყველა მსურველი უფასოდ დაესწრება.
ლევილის მამული ასეთ მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას, მეოცე საუკუნის 20-ნი წლების შემდეგ პირველად უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს; გაიმართება სპექტაკლებიც.