ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლევან მოსიაშვილისა და ლორან ბისმუტის ერთობლივი გამოფენა „რენესანსი” გაიხსნა. ღონისძიება „ფრანგულ-ქართული გაზაფხულის“ ფარგლებში გაიმართა. ექსპოზიციაზე ორი მხატვრის 30-ზე მეტი ფერწერული ტილოა წარმოდგენილი.
ხელოვანები რამდენიმე თვის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ. ნამუშევრები საქართველოში და საფრანგეთშია შექმნილი. ლევან მოსიაშვილი და ლორან ბისმუტი ერთმანეთს გასულ წელს შეხვდნენ და ერთობლივი გამოფენაც ასე დაიგეგმა. ექსპოზიცია ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში 18 მარტამდე გაგრძელდება.