ლევან იზორიამ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ლექცია წაიკითხა
ნატო-ს წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველო – ამ სახელწოდებით ლევან იზორიამ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ლექცია წაიკითხა.
შეხვედრას დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ძირითადი აქცენტი ნატო-ს წინაშე მდგარ გამოწვევებს, მათ შორის, ეფექტიანი შეკავების პოლიტიკასა და ამ კონტექსტში საქართველოს, კონკრეტულად, თავდაცვის უწყების ადეკვატურ ქმედებებზე გაკეთდა.