ლევან იზორია აჭარაში, სამხედრო ქვედანაყოფებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აჭარის რეგიონში არსებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

ლევან იზორიამ სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები პირადად გააცნო.

მინისტრმა რეზერვის სისტემის რეფორმასა და თავდაცვის მზადყოფნის ამაღლების პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აჭარის რეგიონში, გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ქობულეთში მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, ადლიაში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზებს ესტუმრა.