მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან იოსელიანი და მისი შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი საარჩევნო ზეწოლაზე საუბრობენ. მათი თქმით, მერია საარჩევნო ბანერების ჩამოხსნას ითხოვს, რომლებიც ყველა წესის დაცვით არის გაკრული. საქმე ეხება მთაწმინდის რაიონში განთავსებულ რვა საარჩევნო ბანერს. ლევან იოსელიანის განცხადებით, საკრებულო უახლოეს მომავალში წესის მიღებას აპირებს, რომელიც მსგავსი ბანერების გაკვრას აკრძალავს. თბილისის მერიაში ბრალდებებს უარყოფენ.