იაპონიაში, ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილ მიღებაზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ ქართული კულტურა წარადგინა. საღამოზე ასევე წარმოდგენილი იყო ანსამბლ „რუსთავისა“ და იაპონელ მოყვარულთა გუნდ „გეინო-იამა-შირო-გუმის“ ერთობლივი „მრავალჟამიერი“. მიღება, იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ტოკიოში ყველაზე მაღალ ადგილას, „აზა-ბუდაი ჰილს მორი თაუერში“ გაიმართა.