ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა. მეგობრები, კოლეგები, ახლობლები თუ რიგითი მოქალაქეები, ლევანს პატივს მიაგებდნენ. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს პოლიტიკოსებმა.

ქაშუეთში მივიდნენ პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები.

ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში, 21 იანვარს გარდაიცვალა.

დღევანდელი დღე მის ოჯახთან ერთად, ლევანის კოლეგებისათვისაც განსაკუთრებით მძიმეა.