ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე ცოტა ხნის წინ ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენეს. პროცესია ამ წუთებში მიმდინარეობს. მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა. მეგობრები, კოლეგები, ახლობლები თუ რიგითი მოქალაქეები ლევანს პატივს მიაგებდნენ.
ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს პოლიტიკოსებმა. ქაშვეთში მივიდნენ პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები.
ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში, 21 იანვარს გარდაიცვალა.
დღევანდელი დღე მის ოჯახთან ერთად, ლევანის კოლეგებისთვისაც განსაკუთრებით მძიმეა.