„ლელოს“ თავმჯდომარის განცხადება

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ  ბრიფინგი გამართა. ეკონომიკისა და უმუშევრობის პრობლემის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესისა და არჩევნების თემაზე ისაუბრა. მისი შეფასებით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უსამართლობითა და ძალადობით სავსე სახელმწიფოდ აქცია. „ლელოს“ ლიდერისა და დამფუძნებლის განცხადებით, „ლელოს“ აქვს ხედვა და რეფორმებით შეუძლია, გააძლიეროს დემოკრატია.