პარტია „ლელო“ ანტიკორუფციულ საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ეს მოთხოვნა მამუკა ხაზარაძემ გაახმოვანა.
პარტიის ლიდერს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში მრავლადაა ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტები. „ლელომ“ დღეს ასევე პარლამენტში წარადგინა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს. წინა მოწვევის პარლამენტში ამ ცვლილებების ინიცირება დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მოახდინეს, თუმცა პროექტი კენჭისყრაზე ჩავარდა. დღეს ფრაქციის წევრები, სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კანონპროექტი განიხილეს.
„ლელოს“ ინიციატივას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. უმრავლესობაში ხაზარაძის განცხადება პოპულიზმად შეაფასეს.