პარტია „ლელოს“ ლიდერმა საბა ბუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, ამ ინფორმაციის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი ბინების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით, რაც მისი თქმით, დაუშვებელია. „ლელოს“ ლიდერი ამბობს, რომ ეს არის ხელოვნური მოცემულობა, რომელიც კვებავს სამშენებლო სექტორს თბილისში.