„ლელო საქართველოსთვის“ წევრები სასწავლო პროცესის ჩავარდნაზე საუბრობენ. თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი სწავლის დისტანციურად დაწყებაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. მისი თქმით, განათლების პროცესი ქვეყანაში გაჩერებულია და მმართველი პარტია მშობლებისა და ბავშვების ინტერესებს არ ითვალისწინებს.