პარტია „ლელო საქართველოსთვის“ რეგიონებში კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. დღეს პარტიის თავმჯდომარემ, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო. არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, პარტია „ლელოს“ გორში მერობის კანდიდატი არ ეყოლება.