„ლელო საქართველოსთვის“ ე.წ. კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. პარტიის წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაცია, რომელიც გუშინ შევიდა ძალაში და მოქალაქეებს 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებას უკრძალავს, არაკონსტიტუციურია. მისივე თქმით, „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს, რომ დავის დასრულებამდე შეაჩეროს მთავრობის დადგენილების მოქმედება.