„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება

„ლელო საქართველოსთვის“ ე.წ. კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. პარტიის წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაცია, რომელიც გუშინ შევიდა ძალაში და მოქალაქეებს 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებას უკრძალავს, არაკონსტიტუციურია. მისივე თქმით, „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს, რომ დავის დასრულებამდე შეაჩეროს მთავრობის დადგენილების მოქმედება.