პარტია „ლელო“ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს და მოუწოდებს, შარლ მიშელის შეთანხმებას სასწრაფოდ დაუბრუნდეს. პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ ლიდერებმა განმარტეს, რომ ევროკავშირის საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციებს იწყებენ.
ამასთან, „ლელოში“ მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოსთვის ამ ისტორიულ მომენტში, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ვიწრო პოლიტიკური ამბიციები გვერდზე უნდა გადადოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის არჩევანი – ევროკავშირში გაწევრიანება, რეალობად იქცეს. „ლელოს“ განცხადებას მმართველ გუნდში უპასუხეს.