თბილისი საქალაქო სასამართლომ თიანეთის მერობის ყოფილი კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელი თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების შედეგების გაუქმებასა და მეორე ტურის დანიშვნის შესახებ არ დააკმაყოფილა.
მიღებული გადაწყვეტილებით, თიანეთის არჩეულ მერად ისევ თამაზ მეჭიაური რჩება. ლელა ქიტესაშვილი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს.