საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარი“ ლელა ფანჯიკიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ხელოვანმა დამთვალიერებელს ზღაპრულ თემატიკაზე შესრულებული 80-მდე ნამუშევარი წარუდგინა. გალერეის ვიზიტორებს მხატვრის მიერ შექმნილი დეკორატიული ნივთების ნახვის შესაძლებლობაც აქვთ. ექსპოზიცია 4 დეკემბერს დაიხურება.