ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნა ბათუმში

პოლონეთის და საქართველოს პრემიერებმა ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს.

კაჩინსკის ძეგლი ახალ ბულვარში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის მიმდებარედ დაიდგა. ის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი, რომელმაც 2008 წელს ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დროს გამოგვიცხადა მხარდაჭერა და ეს ძეგლი არის ორ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლო – განაცხადა ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს. ცერემონიაზე წაიკითხეს ლეხ კაჩინსკის ძმის მიმართვა. საქართველოში ეს ლეხ კაჩინსკის მეორე ძეგლია.

პოლონეთის პრემიერმა საქართველო უკვე დატოვა.