„ლეიბორისტული პარტია“ თურქეთის ხელისუფლებას სირიის ტერიტორიიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანს და ქურთების წინააღმდეგ საომარი იერიშების შეწყვეტას სთხოვს.
შალვა ნათელაშვილი დღეს თბილისში მცხოვრებ ქურთ მოსახლეობასთან ერთად თურქეთის საელჩოსთან მივიდა და მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართა.
„ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადებით, ის სოლიდარობას უცხადებს ქურთ ჯარისკაცებს და მშვიდობიან მოსახლეობას.