„ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო კამპანია

ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პენსიონრებთან გამართა შეხვედრა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის  განცხადებით, ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემთხვევაში, პენსიონრებს დიდი ყურადღება მიექცევათ. კერძოდ, ის დაიწყებს ისტორიულ რეფორმას, რაც პენსიის გაორმაგებას, სტაჟის მიხედვით მეცამეტე პენსიის დანიშვნასა და ვალების განულებას გულისხმობს.