მცხეთაში, ბებრის ციხესთან ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა „ლეიბორისტულმა პარტიამ“. შალვა ნათელაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბექა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ გააცნეს საარჩევნო პროგრამა. ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების დროა და „ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში იქნება ხალხის ხმა.