„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ხელისუფლებას კორუფციული გარიგების მცდელობაში ადანაშაულებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან საპატრიარქოსა და კერძო პირებს მოუწოდა, ნუ ჩაერთვებიან დანაშაულებრივ ქმედებებში, რომელსაც წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდი აპირებს. საუბარია 20 ჰექტარი ტყის ფართობზე, რომლის კერძო საკუთრებაში, მათ შორის ეკლესიებისთვის გადაცემა სწორედ წინასაარჩევნოდ იგეგმება.