„ლეიბორისტულმა პარტიამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და სიის პირველი ნომრები წარადგინა.
კანდიდატები პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დაასახელა. მისი განცხადებით, ყველა ღირსეული კანდიდატია და იმსახურებს გამარჯვებას.