„ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატების წარდგენა

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და სიის პირველი ნომრები წარადგინა.

კანდიდატები პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დაასახელა. მისი განცხადებით, ყველა ღირსეული კანდიდატია და იმსახურებს გამარჯვებას.

დატოვე კომენტარი