თბილისში 4-დღიანი ვიზით იმყოფება ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლობა.
კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან. გაიმართა გაფართოებული შეხვედრაც. მხარეებმა ორმხრივი კომუნიკე გააფორმეს. ვიზიტის მიზანია კომიტეტებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და პროფესიულ და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მეტი შესაძლებლობის მიცემა. დაგეგმილია ლატვიელი დეპუტატების შეხვედრა განათლების და კულტურის მინისტრებთან.