ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია დღეს თბილისში გაიმართება.
ასევე, თბილისში დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც წლის საუკეთესო ძალოსანი ქალის სტატუსი უკვე მეორედ მოიპოვა.
დაჯილდოება რამდენიმე წუთში რუსთაველის თეატრში დაიწყება.