ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს უძლიერესი ადამიანის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა

ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა და საკუთარი მსოფლიო რეკორდი ატაცის შემდეგ ორჭიდშიც გააუმჯობესა. აკვრაში ლაშა ტალახაძემ პირველ ცდაზე 243 კგ მოითხოვა და წარმატებით დაძლია.

მეორე ცდაზე მან 250 კგ ასწია. მესამე ცდაზე თავიდან ლაშა ტალახაძემ 265 კგ მოითხოვა, რაც აკვრის მსოფლიო რეკორდია, თუმცა ბოლოს ჩემპიონობისთვის და ორჭიდის რეკორდისთვის საკმარისი 257 კგ-თი შეცვალა და მსოფლიოს უძლიერესი ადამიანის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ანაჰაიმში სულ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო ლაშა ტალახაძემ, ორი ოქრო და ერთი ვერცხლი ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო ერთი ბრინჯაო კი  შოთა მიშველიძემ.