ლაშა ჩხარტიშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს. საუბარია, 2019 წლის 29 ნოემბერს, მისი დაკავების საქმეზე. ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები და არ ჰქონდა ადვოკატთან წვდომა. სარჩელზე ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან“ ერთად მუშაობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.
მოამბე