ლაშა ბექაური ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 53-ე გენერალურ ასამბლეაზე, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გალა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ყოფილი პრეზიდენტის, სპორტის გამორჩეული მოღვაწის, იანეშ კოჩიან-ჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო – ევროპული თამაშების საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენისთვის, ოლიმპიურ ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონს და მესამე ევროპული თამაშების გუნდურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს გადაეცა.
ჯილდო ბექაურს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა გადასცეს.