ლარის კურსთან დაკავშირებული მოლოდინი

ლარი გამყარებას განაგრძობს.

ოთხი წლის შემდეგ პირველად ეროვნული ვალუტის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით 2,64-იან ნიშნულამდეა ჩამოსული. გამყარების ტენდენცია უკვე თითქმის ერთი წელია გრძელდება. 2022 წლის დასაწყისში ეროვნული ვალუტის კურსი სამი ლარის ფარგლებში მერყეობდა. სავალუტო ბაზარზე სტაბილურობას სპეციალისტები პანდემიის შემდგომ გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლებით, პირველ რიგში კი ტურიზმის სფეროდან შემოსავლების გაზრდით და გადმორიცხვების მატებით ხსნიან. ერთ-ერთ ფაქტორად სახელდება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც, რომელსაც ეროვნული ბანკი მაღალი ინფლაციის შესაკავებლად მიმართავს.

მაკა არჩევნიშვილი არკვევდა, შენარჩუნდება თუ არა ეროვნული ვალუტის მყარი კურსი.