ლარი ისევ მყარდება.
ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსით ხვალ ერთი დოლარი ორი ლარი და 52 თეთრი ეღირება. ბოლო პერიოდში დადებითი ტენდენციის მთავარ მიზეზებად ქვეყანაში მიგრანტების და ასევე ფულადი გზავნილების დიდი რაოდენობა სახელდება. გამყარებული ლარი თავის მხრივ გავლენას ახდენს, ინფლაციის მაჩვენებელზეც, რომელიც ნელ-ნელა მაგრამ მაინც იკლებს. ახლოვდება აქტიური ტურისტული სეზონიც, რაც ეროვნულ ვალუტას კიდევ უფრო გაამყარებს.
ამ ფონზე როგორია სებ-ის პოლიტიკა და მოსალოდნელია თუ არა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება – შალვა სუმბაძე დეტალებით.