საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა. სებ-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე აჟიოტაჟური პროცესები განვითარდა, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა. ამასთან, ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და მოკლევადიანია. ამ დროისთვის, ლარი დოლარის მიმართ შედარებით დასტაბილურდა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი ერთი დოლარის ღირებულება საშუალოდ 2 ლარი და 78 თეთრია.