ამერიკულ დოლართან მიმართებით, საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება, ორ ლარსა და 76 თეთრს აღემატება. ორი ლარი და 77 თეთრი ღირს დოლარი სავალუტო ჯიხურებსა და ბუმბერგის პლატფორმაზე.
რა იწვევს გაცვლითი კურსის გაუფასურებას, – ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ პროცესი თურქეთში არსებულ ვითარებას და ლირას გაუფასურებას უკავშირდება.