ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ 3-თეთრ ნახევრით გამყარდა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2 ლარი და 71 თეთრია. მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ უკვე მეორე დღეა ასევე მკვეთრი გამყარება დაიწყო. დღის პირველ ნახევარში ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 69 თეთრსაც ჩამოცდა. ამ ფონზე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც გაცვლითი კურსის გამყარების ტენდენციას შეამცირებს.
რა უკავშირდება სებ-ის ეს გადაწყვეტილება, ოფიციალური განმარტება ეროვნულ ბანკში ჯერ არ გაკეთებულა.