გასული 24 საათის განმავლობაში ლარი კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა.
სავალუტო ბაზარზე ერთი დოლარი სამ ლარად და 45 თეთრად იყიდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი კი სამი ლარი და 41 თეთრია. მთავრობასა და ბიზნესში კურსის ვარდნის მიზეზად გაუარესებულ მაკროეკონომიკასა და არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს ასახელებენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აუცილებელია მოგვარდეს პოლიტიკური პროცესები, რათა ხელი არ შეეშალოს ახალი ინვესტიციების შემოსვლისა და ეკონომიკის აღდგენის პროცესს, რამაც უნდა უზრუნველყოს ლარის სტაბილურობა.