ლარის კურსი   

ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრმა დღეს ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაზე ისაუბრა.

ნათია თურნავა ამბობს, რომ ლარის კურსის დინამიკა მნიშვნელოვანად არის დამოკიდებული მოლოდინებზე. მინისტრი მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმასაც უსვამს ხაზს და მოვლენათა განვითარების შესაბამისად, არც დამატებითი ღონისძიებების გატარებას გამორიცხავს. აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ბანკი მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის რეკომენდირებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს და მოქალაქეებს ურჩევს შესაძლებლობის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები გამოიყენონ.