ლარის კურსი

საქართველოს მთავრობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს.

დავალება ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრებს დღეს გიორგი გახარიამ მისცა. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ლარის კურსზე ილაპარაკა. მისი თქმით, სოციალურ კონტექსტში ეროვნული ვალუტის მდგომარეობა პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გახარიამ ყურადღება მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულ მუშაობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები სრულად არის მხარდაჭერილი მთავორბის მიერ. მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრები ბიზნეს სექტორთან მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანია დროულად მოხვდეს ქართულ ეკონომიკაში 700 მილიონი ამერიკული დოლარის რესურსი, რომელიც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ცვლილების შედეგად გამოუთავისუფლდათ.

პრემიერის დავალებაზე მთავრობის სხდომის შემდეგ განცხადება ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა.