ეროვნული ვალუტა უფასურდება, ეროვნული ბანკი კი პროცესში ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავს.
ერთი დოლარის ღირებულება დღეს 2 ლარსა და 92 თეთრს შეადგენს.
ვალუტის დევალვაციამ უკვე მოახდინა გავლენა სამომხმარებლო ფასებზე, თუმცა ამის პარალელურად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გამყარებას და ინფლაციის შემცირებას ვარაუდობს.