ლარი რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ოფიციალური კურსით, დოლარის ღირებულება, ხვალ, 2 აგვისტოს – 2 ლარი და 93 თეთრი იქნება, დღეს კი,- 2 ლარსა 97 თეთრს შეადგენდა. ეროვნულმა ბანკმა, გუშინ გაკეთებული განცხადების შესაბამისად, დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, თუმცა, აუქციონზე 32 მილიონ 800 ათასი დოლარი გაიყიდა.
სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად განახორციელა.