მისი მოღვაწეობა რამდენიმე სფეროს მოიცავს. არის რეჟისორი, პოეტი, მხატვარი, მთარგმნელი, დიპლომატი, წლების განმავლობაში დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობითაც.
ხვალ ლანა ღოღობერიძეს 90 წელი შეუსრულდება. საკუთარი შემოქმედებიდან განსაკუთრებულად კინოს გამოარჩევს და ამბობს, რომ კინო მისი ცხოვრების წესია. მომავალ წელს მაყურებელი ცნობილი რეჟისორის ახალ ფილმს ნახავს, რომელიც მისი თაობის ქალის ცხოვრებას ასახავს.
ლანა ღოღობერიძეს ლიზა ციციშვილი შეხვდა. რეპორტაჟში რეჟისორი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის პერიოდსაც იხსენებს.