„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სულხან-საბას სკვერში ამომრჩეველს შეხვდა.
ლადო კახაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. მისი განცხადებით, ოლქის მცხოვრებლებს ავარიული შენობების რეაბილიტაცია სურთ. ლადო კახაძე ამბობს, რომ მთაწმინდელების მხარდაჭერას გრძნობს და მეორე ტურში გამარჯვების დიდი იმედი აქვს.