„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე საკუთარ ამომრჩეველს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. კახაძის განცხადებით, ძველი თბილისის მოსახლეობას ძირითადად ავარიული შენობების რეაბილიტაცია სურს და შენობებისთვის არასწორად მინიჭებული კულტურული ძეგლის სტატუსი აწუხებთ. მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.