მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ლადო კახაძე. „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს საკუთარი გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. მთაწმინდის რაიონში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა და ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია საუბრის მთავარი თემები იყო. დეპუტატობის კანდიდატი ასევე მიიჩნევს, რომ ქალაქის განვითარების ფონდის დაფინანსება უნდა გაიზარდოს.