ცნობილი ქართველი მხატვრის შემოქმედებას აზერბაიჯანში ეცნობიან.
ლადო გუდიაშვილის ნახატები ბაქოშია წარმოდგენილი. ექსპოზიცია ხელოვანის მოღვაწეობის ყველა პერიოდს მოიცავს და ტილოებთან ერთად სპექტაკლებისთვის შექმნილ ესკიზებსაც მოიცავს.
ექსპოზიცია მხატვრის გრაფიკულ ნამუშევრებსაც აერთიანებს – ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები ბაქოში პირველად გამოიფინა და ექსპოზიცია ჰეიდარ ალიევის ცენტრში სამი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.