ექსპოზიცია, რომელიც ლადო გუდიაშვილის 126 წლის იუბილეს ეძღვნება. 11 წლის წინ გახსნილ მისსავე სახელობის საგამოფენო დარბაზში ცნობილი მხატვრის 40-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი გამოიფინება. ორ ნაწილად დაყოფილი გამოფენა პარიზიდან დაბრუნების შემდეგ, ანუ გასაბჭოებულ საქართველოში და მოგვიანებით შექმნილ ნახატებს აერთიანებს.
საგამოფენო სივრცე პანდემიის შემდეგ დამთვალიერებელს პირველად მიიღებს. ასევე პირველად იქნება წარმოდგენილი მხატვრის რამდენიმე ნამუშევარი.
გამოფენა ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.