ლადო გუდიაშივილის ნახატი „იბეიზე“

ინტერნეტ გაყიდვების ვებგვერდ „იბეიზე“ ლადო გუდიაშივილის ნახატი, სახელწოდებით „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ 120 ათას დოლარად იყიდება.

აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ნახატი ზეთშია შესრულებული. ასევე მითითებულია, რომ ტილოს, რომელიც 1900-დან 1949 წლებშია შექმნილი, დაზიანებები არ აღენიშნება.

გამყიდველს, რომელიც ნექსუს ფართსის სახელით არის დარეგისტრირებული, გასაყიდად კიდევ რამდენიმე ნივთი აქვს განთავსებული, თუმცა, არც ერთი ხელოვნების ნიმუში.